საქართველოს ჩემპიონატი 2016

шаблоны для joomla 2.5
joomla 2.5
бесплатные шаблоны joomla 2.5
бизнес шаблоны joomla
шаблоны joomla

26-27 ნოემბერს ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც საქართველოს უძლიერესი ძიუდოისტებმა იჭიდავეს. მათ შორის: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილმა, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელმაც ამჯერად -90კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა ადამ ოქრუაშვილმა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა ლევან მატიაშვილმა. საქართველოს ნაკრების ძირითადი გუნდიდან ჩემპიონატში ვერ გამოვიდნენ მხოლოდ რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ლაშა შავდათუაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, აგრეთვე ბექა ღვინიაშვილი, რომელსაც ტრავმის გამიზეზების თავიდან ასაცილებლად ექიმებმა დასვენება ურჩიეს.